The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კლიმენტ ნოდია

კლიმენტ ნოდია
დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1901
გარდაცვ. თარიღი:1 ოქტომბერი, 1974  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძველი აბაშა, აბაშის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი გეოგრაფიის პროფილით 1932 წელს.

მუშაობა დაიწყო სოფ. ძველ აბაშაში; 1934-1945წწ. მუშაობდა თბილისის მეორე ვაჟთა საშუალო სკოლაში; 1939-1948წწ. - ალექსანდრე პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად; 1945-1956წწ. გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად; 1945 წლიდან, შეთავსებით, თბილისის ექსპერიმენტულ სკოლაში. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე მეთოდური ხასიათის წერილი და სახელმძღვანელო ყრუ-მუნჯი ბავშვებისათვის. მისი თაოსნობით გამოიცა სასწავლო გეოგრაფიული რუკები - ფიზიკური, გეოლოგიური, კლიმატური, ბოტანიკური და სხვ. მისი ინიციატივით დაიწყო სასწავლო გეოგრაფიული ატლასის შედგენა. უფროსი მასწავლებელი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.211

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

გააზიარე: