შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანასტასია ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მარტყოფი, გარდაბნის რაიონი. იგი იყო ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ისა და მისი მესამე ცოლის, დედოფალ დარეჯნ დედოფლის ასული. 1797 (1798) წლის 12 ნოემბერს, 34 წლის ანასტასია ცოლად შერთეს გიორგი ქსნის ერისთავის შვილს - რევაზ ქსნის ერისთავს (1757-1813). ეს იყო ორმაგი დინასტიური ქორწინება ერისთავებსა და ბაგრატიონებს შორის, რამაც მათ შორის ალიანსი შექმნა ირანელების წინააღმდეგ. რევაზის და ანა ერისთავი დაქორწინდა ანასტასიას ძმაზე, ფარნაოზ ბატონიშვილზე. ქორწინებიდან ერთ წელიწადში, ერეკლე II გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე ანასტასიას უფროსი ნახევარძმა, გიორგი XII ავიდა. ამ დროისათვის, ანასტასიას მთელი ქონება ერთი პატარა მამულით შემოიფარგლებოდა თბილისთან ახლოს. 1800 წელს გიორგი XII გარდაიცვალა. 1801 წელს რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია მოახდინა. 1802 წლამდე ანასტასია, დედოფალი დარეჯანი და მისი ქალიშვილები თბილისში, დედოფალ დარეჯანის სასახლეში ცხოვრობდნენ, ხოლო ანასტასიას ანტირუსული პოლიტიკის მატარებელი ძმები იმერეთში გაიქცნენ. რუსებმა სამეფო ოჯახი საქართველოდან პეტერბურგში გადაასახლეს. აქ ანასტასიას ქმარი იმპერიის სამოქალაქო სამსახურში ჩადგა. 1825 წელს, დაქვრივებული ანასტასია პეტერბურგში გადასახლდა, სადაც თავის უმცროსი ვაჟის, გიორგის აღზრდა-განათლებაზე ზრუნავდა. ანასტასია ბატონიშვილი გარდაიცვალა 1838 წლის 17 მაისს, 74 წლის ასაკში, პნევმონიით. წყარო: ქართველი თავადაზნაურობა: nobility.pro
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |