The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ნოზაძე

თენგიზ ნოზაძე
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1928
გარდაცვ. თარიღი:2006  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბერძენაული, ქარელის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1952 წელს.

განაწილებით მუშაობა დაიწყო წყალთა მეურნეობის სამინისტროს "საქწყალპროექტში", ინჟინერ-გეომორფოლოგის თანამდებობაზე. შემდეგში იმავე თანამდებობაზე მუშაობდა "სოიუზდორპროექტში", ხოლო ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროში - უფროსი გეოლოგის თანამდებობაზე. 1961 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგიის კათედრაზე. გამოქვეყნებული აქვს 50 სამეცნიერო ნაშრომი. მისი კვლევითი მუშაობა მიმართული იყო საქართველოს გეომორფოლოგიის გამოყენებითი მიზნით შესწავლაზე. კერძოდ, საქართველოს რელიეფის ათვისება და პრაქტიკული გამოყენება საინჟინრო ნაგებობათა მშენებლობაში და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრის დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კავკასიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობის მაღალმთიანი ნაწილის გეომორფოლოგია", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.213


გააზიარე: