შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ნუცუბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის ქალთა გიმნაზია 1913 წელს და მუშაობა დაიწყო მასწავლებლად ბაღდათში. 1915 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის ქალთა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე, მაგრამ 1918 წელს დატოვა ინსტიტუტი და საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში. 1924 წელს შევიდა უცხო ენათა სახელმწიფო უმაღლეს კურსებზე გერმანული და ინგლისური ენების სექციებზე. 1928 წელს დაამთავრა აღნიშნული კურსები და მიეცა სწავლების უფლება ზემოაღნიშნულ სპეციალობებზე. 1928 წელს საცხოვრებლად გადმოვიდა ქ. თბილისში და მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ამავე დროს ასწავლიდა გერმანულ ენას ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში; 1930 წელს სამუშაოდ გადადის საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკაში; 1931 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე და 1936 წელს დაამთავრა ჰიდროლოგიის სპეციალობით. მიწვეულ იქნა ასისტენტად ჰიდროლოგიისა და კლიმატოლოგიის კათედრაზე. კითხულობდა ლექციებს ზოგად ჰიდროლოგიაში; 1943 წელს მიიწვიეს გეოგრაფიის ინსტიტუტში სამუშაოდ; 1946 წელს გახდა ინსტიტუტის სწავლული მდივანი. მან დიდი მუშაობა გასწია საქართველოს ტბების შესწავლისას. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი. გარდა ამისა, თარგმნა რამდენიმე სახელმძღვანელო ჰიდროლოგიაში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1943). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ საქართველოს მდინარეთა ტიპიური რეჟიმი", დაიცვა 1941 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.213-214
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |