The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი ობოლაძე

დიმიტრი ობოლაძე
Date of birth:22 February, 1914
Date of death:24 July, 2001  (at 87 years)
Category:Geographer, Educator, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1938 წელს.

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს ფიზიკურ-გეოგრაფიულ საგნებში. 1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში, საიდანაც ვადამდე იქნა დემობილიზებული. შემდეგ მუშაობდა ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორად; ასპინძის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ; თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის დირექტორის მოადგილედ; ფიზკულტურის ინსტიტუტის პრორექტორად და, ბოლოს, ალპური კლუბის დირექტორად. ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან იყო მოწინავე სპორტსმენი. სტუდენტობის დროს გაძლიერდა მისი ინტერესი ტანვარჯიშისა და ძალოსნობის სახეებში. გახდა ამიერკავკასიის ჩემპიონი ძალოსნობაში. მესამე კურსიდან გაიტაცა მთამსვლელობამ, განსაკუთრებით, მწვერვალ სამსარზე ასვლის შემდეგ. ამ დროიდან მოყოლებული მან ალპინისტური მოღვაწეობა დაიწყო; განახორცილა 100-ზე მეტი ასვლა, მათ შორის, პამირის მთიანეთის ურთულეს მწვერვალებზე (7000 მეტრზე მაღალი). გარდა ამისა, არაერთი მწვერვალი დაიპყრო კავკასიონის ქედზე, მათ შორის, დასავლეთი შხარა კედლით (1958), დიხთაუ-მიჟირგი-ცენტრალური შხარა (1959), გორი-დასავლეთი შხარა-ცენტრალური, შხარა-აღმოსავლეთი, შხარა-44 წელი - ჯაფარიძე-ჭავჭავაძე-წერეთელი-რუსთავი (1962) და სხვ. იყო საბჭოთა კავშირის სამგზის ვერცხლისა და ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გეოგრაფი, მთამსვლელი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.214

Awards and Honors

  • საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელი
  • საქართველოს სპორტის დამსახურებული ოსტატი

Bibliography


Share: