The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იორამ პავლიაშვილი

იორამ პავლიაშვილი
Date of birth:2 August, 1913
Date of death:9 April, 1989  (at 75 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის შრომის სკოლა 1931 წელს. მუშაობდა სხვადასხვა ადგილას; 1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით.

სამუშაოდ დატოვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოპოგრაფია-კარტოგრაფიის კეთედრაზე. 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1945 წელს მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, შეთავსებით - გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1957 წელს დანიშნეს გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფია-ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანად, ამ თანამდებობაზე თხუთმეტი წელი დაყო. მის სადისერტაციო ნაშრომში გაშუქებულია ტაბაწყურის ტბის შესწავლილობის ისტორია, მისი აუზის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება. დიდი ადგილი აქვს დათმობილი ტბის სამეურნეო ათვისებას. შესრულებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მათში გაშუქებულია აღმოსავლეთ საქართველოს ბუნებრივი პირობები. 1955-1980წწ. იყო გეოგრფიული საზოგადოების გორის ფილიალის თავმჯდომარე, შემდეგ თავმჯდომარის მოადგილე. დაჯილდოებული იყო სამამულო ომში მონაწილეობისათვის ორდენებითა და მედლებით; მიღებული აქვს სსრ კავშირის გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო სიგელი (1977), საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს საპატიო სიგელები (1973, 1978, 1980, 1985). გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1965).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მაღალი მთის ტბის ტაბაწყურის აუზის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1956 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.217-218

Member of Organizations

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების გორის ფილიალი, თავმჯდომარე (1955-1980)

Awards and Honors

  • სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშანი

Share: