The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ჭილაშვილი

Other name:ნინო ყიფიანი
Date of birth:1827
Date of death:1902  (at 75 years)
Burial location:მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Public Man

Biography

ნინო ჭილაშვილი იზრდებოდა პეტერბურგში იმერეთის უკანასკნელი დედოფლის, სოლომონ II მეუღლის, მარიამ კაცია დადიანის ასულის მზრუნველობით. ნინომ შესანიშნავი განათლება მიიღო, დაამთავრა სმოლნის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი. სრულყოფილად ფლობდა ფრანგულ ენას, უკრავდა ფორტეპიანოზე და მწერლობაშიც საფუძვლიანად ერკვეოდა. რუსულ ყაიდაზე აღზრდილ ქალს, რომელსაც ქართული არ ეხერხებოდა, დიმიტრი ყიფიანმა თვითონ ასწავლა მშობლიური ენა. ნინო აქტიურად იყო ჩართული ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში, იყო "ტფილისის მუსიკალური საზოგადოების" დამფუძნებელი და წმინდა ნინოს სახელობის ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი. იგი ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ მოგონებების ავტორია. ნინო ჭილაშვილი გარდაიცვალა 1902 წელს, ქვიშხეთში. დაკრძალულია მეუღლის გვერდით, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. დიდი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, პუბლიცისტისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეურის დიმიტრი ყიფიანის მეუღლე.

წყარო: დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი : ფოტოალბომი : მასალები ექვსი თაობის საოჯახო არქივიდან / შემდგ: თ. მიქაძე, ს. ისაკაძე.-თბ.,2016.-გვ.18


Share: