შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო პავლიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1978 წელს. 1978-1982წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. 1978 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შეთავსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფის კათედრაზე. 1999 წელს სტაჟირება გაიარა ბოგაზიჩის (ქ. სტამბოლი, თურქეთი) უნივერსიტეტში ტურიზმის პედაგოგთა საკვალიფიკაციო კურსებზე. მის სადისერტაციო ნაშრომში დახასიათებულია საქართველოს ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების ცალკეული სახეობები, მოცემულია მათი ეკონომიკურ-გეოგრაფიული შეფასება და ტერიტორიული შეთანაწყობა. გაკეთებულია ქვეყნის ბუნებრივ-რეკრეაციული დარაიონება, გაანალიზებულია საქართველოს რესურსული პოტენციალის თანამედროვე გამოყენების დონე და პერსპექტივები. საკვლევი სფერო: რეკრეაციული მეურნეობის აღდგენის საკითხები; საკურორტო მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გარდაქმნა თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით; ტურიზმის გეოგრაფია. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. საკანდიდატო დისერტაცის თემა - "საქართველოს ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსები და მათი რაციონალურად გამოყენების პრობლემები", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.218-219; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |