The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო პავლიაშვილი

ნინო პავლიაშვილი
Date of birth:10 April, 1955  (69 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1978 წელს. 1978-1982წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში.

1978 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შეთავსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფის კათედრაზე. 1999 წელს სტაჟირება გაიარა ბოგაზიჩის (ქ. სტამბოლი, თურქეთი) უნივერსიტეტში ტურიზმის პედაგოგთა საკვალიფიკაციო კურსებზე. მის სადისერტაციო ნაშრომში დახასიათებულია საქართველოს ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების ცალკეული სახეობები, მოცემულია მათი ეკონომიკურ-გეოგრაფიული შეფასება და ტერიტორიული შეთანაწყობა. გაკეთებულია ქვეყნის ბუნებრივ-რეკრეაციული დარაიონება, გაანალიზებულია საქართველოს რესურსული პოტენციალის თანამედროვე გამოყენების დონე და პერსპექტივები. საკვლევი სფერო: რეკრეაციული მეურნეობის აღდგენის საკითხები; საკურორტო მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გარდაქმნა თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით; ტურიზმის გეოგრაფია. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაცის თემა - "საქართველოს ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსები და მათი რაციონალურად გამოყენების პრობლემები", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.218-219; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, სამეცნიერო საბჭოს წევრი

Share: