შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე პაპინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი გეოფიზიკოსის სპეციალობით 1926 წელს. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მუშაობდა თბილისის ფიზიკურ ობსერვატორიაში. 1930 წელს მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოს ამინდის ინსტიტუტში. 1936 წლიდან ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების გამგეა. იგი საქართველოში პირველი სინოპტიკოსი იყო, რომელიც ემსახურებოდა ავიაციას ამინდის საიმედო პროგნოზებით და შტორმული გაფრთხილებებით. 1929 წლიდან მიწვეული იყო სინოპტიკოსად ამიერკავკასიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში. ამასთან ერთად, ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას. სხვებთან ერთად მან შეისწავლა ამიერკავკასიაში მიმდინარე ცირკულაციური პროცესების თავისებურებანი. პირველად იქნა დადგენილი სინოპტიკური პროცესების ტიპები და მათთან დაკავშირებული ამინდის ხასიათი, რომელთა მეშვეობითაც ხდება ჰაერის მასების შემოსვლა ამიერკავკასიაში. შემდეგში დიდი ყურადღება დაუთმო ატმოსფერული პროცესების დინამიკას და მათ თავისებურებებს. მის საკანდიდატო ნაშრომში მოცემულია სეზონური პროგნოზის მეთოდის დამუშავების ცდა კავკასიაში. სადოქტორო ნაშრომი დაიბეჭდა მონოგრაფიად. მასში მდიდარი ფაქტობრივი მასალის ანალიზის საფუძველზე მოტანილია ატმოსფეროს ზოგადი ცირკულაციის ღრმა ანალიზი ჩრდილეოთ ნახევარსფეროსათვის. გამოკვლეულია ატმოსფეროს ცირკულაციისა და ამინდის ხასიათის სეზონური თავისებურებანი; დაადგინა ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული ნალექების გამომწვევი პირობები. ნაშრომში მოცემულია ამიერკავკასიაში ბუნებრივი სინოპტიკური პერიოდებისათვის ატმოსფერული პროცესების, ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული ნალექების პროგნოზის მეთოდიკა. 1950-1952წწ. იგი შეთავსებით მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც თავისი წვლილი შეიტანა სინოპტიკური კლიმატის გაშუქების საქმეში. 1953 წლიდან დაინიშნა ამიერკავკასიის რეგიონალურ სამეცნიერო-კვლევით ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში განყოფილების გამგედ. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მისი უშაულო მონაწილეობით შედგა მეთოდური დარიგება მოკლევადიანი პროგნოზის შესახებ. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1967). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს ატმოსფერული პროცესების დინამიკის თვალსაზრისით გაზაფხულის დახასიათება". დაიცვა 1948 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ატმოსფერული პროცესები ამიერკავკასიაში და მათი კავშირი ევრაზიის მაკროცირკულაციურ პროცესებზე", დაიცვა 1963 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.219-220 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |