The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლამარა პაპინაშვილი

ლამარა პაპინაშვილი
Date of birth:25 December, 1929  (95 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი 1953 წელს.

1954 წელს მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი კავკასიის, ამიერკავკასიის, საქართველოს კლიმატისა და კლიმატურ რესურსებზე. შრომათა უმრავლესობა დანერგილია სახალხო მეურნეობაში (სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ავიაცია, გზათა ექსპლოატაცია). ასეთ შრომებს განეკუთვნება თოვლის საფარის რეჟიმი, საშიში მეტეოროლოგიური ელემენტების მიხედვით ტერიტორიული დარაიონება, ატმოსფერული ნალექების და თოვლის საფარის საუკუნოვანი ცვალებადობის მიხედვით კლიმატის რყევადობა, თბილსიის აეროპორტის კლიმატი, თბილისის კლიმატი, კოლხეთის დაბლობის ამოშრობის შედეგად ატმოსფერული ნალექების შესაძლო ცვლილებების დადგენა. მის მიერ შედგენილია მეტეოროლოგიურ მონაცემთა ბანკი (ჰაერის ტემპერატურა, სინოტივე, ატმოსფერული ნალექები, თოვლის საფარი, თოვლის საფარის წონა ერთეულოვან ფართზე). მონაცემთა საფუძველზე შედგენილია (თანაავტორობით) "საინჟინრო ნორმები და წესები საქართველოს ტერიტორიისათვის". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თოვლის საფარის რეჟიმი საქართველოს ტერიტორიაზე", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.220-221; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.334

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი

Share: