The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოლღა პეტრიაშვილი

ოლღა პეტრიაშვილი
Date of birth:23 December, 1918
Date of death:22 March, 1997  (at 78 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგიის სპეციალობით 1940 წელს.

1940-1941წწ. მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიურ სამმართველოში; 1941-1947წწ. მასწავლებლად და სასწავლო ნაწილის გამგედ რუისის (ქარელის რ-ნი) საშუალო სკოლაში; 1947-1992წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე. გამოქვეყნებული აქვს 90-ზე მეტი სამეცნიერო და მეთოდური ხასიათის ნაშრომი. მათში მოცემულია საველე და კამერალური კვლევების საფუძველზე მიღებული შედეგები საქართველოს რიგი რაიონების ბუნებრივი რესურსების შესახებ. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თრიალეთის ქედის ჩრდილო ფერდობის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება (მდ. თეძამის, ტანის და ძამის აუზების ფარგლებში)", დაიცვა 1963 წელს (ქ. ბაქოს უნივერსიტეტი).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.221

Bibliography


Share: