The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ცისანა ჟორჟიკაშვილი

ცისანა ჟორჟიკაშვილი
Date of birth:13 December, 1939
Date of death:9 June, 2010  (at 70 years)
Category:Geographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1963 წელს.

მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში კლიმატოლოგიის განყოფილებაში. 1968 წლიდან მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციებში, სადაც აწარმოებდა ექსპერიმენტულ დაკვირვებებს ძირითად მეტეოროლოგიურ ელემენტებზე, მცენარეთა ზრდის პროცესებზე. აღნიშნული და სხვა კვლევები საფუძვლად დაედო საკვალიფიკაციო ნაშრომს. მის სადისერტაციო ნაშრომში გადაწყვეტილია მთიანი რეგიონებისათვის ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე სხვადასხვა ბიოლოგიური პროცესებისათვის აუცილებელი ძირითადი მეტეოროლოგიური ფაქტორების კვლევასა და მოდელირებასთან დაკავშირებული პრობლემები. გამოქვეყნებული აქვს 50 სამეცნიერო ნაშრომი. შესწავლილი აქვს ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდების ცვლილება სიმაღლის მიხედვით რელიეფის ფორმასთან დამოკიდებულებაში. სინოპტიკური ტიპებისა და თერმული მაჩვენებლების მიხედვით შეფასებულია სითბოსა და ტენის ცვალებადობა მთიან რეგიონში. მონაწილეობს თემატიკაში სტიქიურ დამანგრეველი პროცესების და მათი უარყოფითი შედეგების შერბილების ღონისძიებების დამუშავებაში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს მთიანი რეგიონების ბიოკლიმატური რესურსები", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.222


Share: