Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კიაზო რაქვიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1959 წელს. 1959-1964წწ. მუშაობდა თბილისის გაზიფიკაციის სამმართველოში ინჟინრად; 1964-1982წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში ბიოლოგიის განყოფილების სწავლულ მდივნად; 1982 წლიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. 1960 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს მღვიმეების და გამოქვაბულების კვლევაში. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო მოიცავს კარსტის განვითარების გეოლოგიური, გეომორფოლოგიური და ჰიდროგეოლგიური პირობების შესწავლის პრობლემებს, მღვიმეების და კარსტული წყლების დაცვის და სამეურნეო ათვისების საკითხებს. ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული აქვს 40 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა უმეტესი ნაწილი უცხო ქვეყნების გამოცემებშია დაბეჭდილი. სპელეოლოგი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.223 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |