The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ რთველიაშვილი

ნიკოლოზ რთველიაშვილი
Date of birth:23 March, 1956  (69 years)
Category:Geographer, Diplomat, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი  ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით 1978 წელს; 1979-1983წწ. იყო მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის ასპირანტი; 1996-1997წწ. ფულბრაიტის სტიპენდიანტი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში (აშშ); 2001 წელს გაიარა რომის ნატოს თავდაცვის კოლეჯის პარტნიორობა მშვიდობისათვის და ეუთოს ინტეგრირებული კურსი.

1983-1992წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1992 წლიდან იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და განიარაღების სამმართველოს უფროსი; 1993 წლიდან ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ეუთოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის პირველი მდივანი; 1993-1995წწ. ერთობლივი საწარმო "მეტეხის" გენერალური დირექტორი და ავიაკომპანია "ორბი საქართველოს ავიახაზების" კომერციული დირექტორი; 1995-1996წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის სამმართველოს უფროსი; 1997-2001წწ. ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი; 2001 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. პარალელურად, 1983-1992წწ. გეოგრაფიულ საგნებში ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში და გორის ეკონომიკის ინსტიტუტში. 2008-2011წწ. იყო უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; 2011-2017 წწ. დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ-სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი. 2017-201წწ. იგი საგანგებო დავალებათა ელჩია საგარეო საქმეთა სამინისტროში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების მიმართულებით (ქბრბ); 2018 წლის მაისიდან არის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ელჩი-მკვლევარი, ამასთანავე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი ქბრბ საფრთხეების შემცირების საკითხებში.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მსხვილი ქალაქის ვაჭრობის გეოგრაფია (თბილისის მაგალითზე)", დაიცვა 1985 წელს (ქ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.223-224; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.139


Share: