The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე აბრამია

პეტრე აბრამია
სხვა სახელი:კუკა აბრამია
დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1936
გარდაცვ. თარიღი:2022  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქალაქ ფოთის სასაფლაო
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეზღვაური, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ბათუმის საზღვასნო სასწავლებელი 1959 წელს; ოდესის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი 1974 წელს.

1959-1965წწ. სსრკ შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის მატროსი, შტურმანი (სამგზავრო ტურბოელექტრომავალი «АБХАЗИЯ», 1960), კაპიტნის მეორე თანაშე (თბომავლები «ЛЕНИНСК»-ი, 1961, «АРАРАТ»-ი, 1963 და ტანკერი «ХАНОЙ»); 1965-1970წწ. ფოთის და საქართველოს საოკეანო თევზჭერის სამმართველოს თევზსაჭერი ფლოტის გემების კაპიტან-დირექტორი («შოთა რუსთაველი» 1965, «კახეთი» 1967); ცურავდა ატლანტიკასა და ინდოეთის ოკეანეში, ანტარქტიდის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სანაპიროებთან; 1970-2000წწ. ფოთის საზღვაო ნავსადგურის კაპიტანი; 1975-1977წწ. ფოთის საზღვაოსნო სკოლაში ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: