The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ კვეტენაძე

ავთანდილ კვეტენაძე
დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზოვრეთი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1968 წელს.

1963-1964წწ. ტრესტ "კავსანტექმონტაჟის" თბილისის სამმართველოს მუშა; 1969-1981წწ. შავი მეტალურგიის ქარხნების დამპროექტებელი ინსტიტუტის ინჟინერი, ჯგუფის უფროსი, მთავარი სპეციალისტი, განყოფილების გამგე; 1981-1987წწ  ტრესტ "საქსანტექმონტაჟის" განყოფილების უფროსი; 1987 წლიდან მშენებელთა დამოუკიდებელი პროფკავშირის ფედერაციის განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, თბილისის სამგორის N19 საარჩევნო ოლქი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). სახელმწიფო გადატრიალების (1991-1992 დეკემბერ-იანვარი) შემდეგ განიცდიდა პოლიტიკურ დევნას; დევნილი უზენაესი საბჭოს გროზნოს (1992-1993), ზუგდიდის (1993), თბილისის (1998-2005) სესიების მონაწილე; 2000-2006წწ. ცხოვრობდა საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით. 2006 წლიდან ცხოვრობს საქართველოში.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:  parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 202

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის ტრანსპორტისა და კავშირგამბულობის კომისია, წევრი (1990-1991)

გააზიარე: