The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ კვიციანი

ვახტანგ კვიციანი
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, დიპლომატი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის ფაკულტეტი 1982 წელს.

1974 წ. ტრესტი საქნავთობგეოლაზიკა; 1975-1976წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახ. კომიტეტი, რეჟისორის თანაშემწე; "თბილისის სატრანსპორტო გაერთიანება", მოსამსახურე; 1978-1983წწ. საქართველოს გამშვებ-გამმართველი სამმართველო "საქმრეწვგამართვა", ეკონომისტ-ფინანსისტი; 1983-1987წწ. თბილისის საფინანსო-ეკონომიკური ტექნიკუმი, კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1987-1990წწ. თბილისის საფინანსო-ეკონომიკური ტექნიკუმი, მასწავლებელი, ლაბორატორიის გამგე, დაუსწრებელი სწავლების ხელმძღვანელი; 1990-1991წწ. სამეცნიერო-საწარმოო ფირმა "ეკოაგროტექნოლოგიის" ფირმა "საამოს"დირექტორის მოადგილე; 1991-1993წწ. საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახ. ფონდის გენერალური დირექტორი; 1993-1996წწ. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორი; თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის ვიცე-პრემიერი (1996); 1996-1998წწ. საქართველოს ქონების მართვის მინისტრის მოადგილე, თბილისის დეპარტამენტის თავმჯდომარე; დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტი, ეკონ. მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მაძიებელი (1998); 1999-2004წწ. მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი 2003 წლიდან, კონსული 2004 წლიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 203

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწივევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწივევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწივევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (1999-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწივევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწივევის პარლამენტის ფრაქცია "სოციალისტი", წევრი (1999-2003)

გააზიარე: