შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ რუსო![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1972 წელს და სწავლა II კურსიდან გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ოკეანოლოგიის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 1976 წელს. მუშაობდა ზღვისა და მდინარეების სანაპირო ზონის მორფოდინამიკაზე: 1972-1976წწ. ბიჭვინთაში; 1976-1978წწ. ბათუმში; 1978-1981წწ. სოხუმში; 1981-1982წწ. გუდაუთაში; 1982-1985წწ. ოჩამჩირეში; 1985-2001წწ. ბათუმში; შემდეგ, აჭარის ნაპირების მონიტორინგის უფროსია. იგი სამეცნიერო მივლინებით იყო უკრაინაში, რუსეთში, თურქეთში, კუბაში (1988, 1989, 1990), იტალიაში (1991), აშშ-ში (1998). 1998-2000წწ. მსოფლიო ბანკის პროექტის "საქართველოს სანაპიროს ინტეგრირებული მართვა" მე-5 კომპონენტის მენეჯერის მოადგილეა (ფოთი, ბათუმი); 1996 წლიდან მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობის შესაძლო ნეგატიური გავლენის შემსწავლელი საქართველო-თურქეთის ერთობლივი ტექნიკური ჯგუფის ექსპერტია. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომელთა უმეტესობა საზღვარგარეთაა დაბეჭდილი. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ანგარიშის ავტორი და თანაავტორია. ამ საკითხებზე მას დამთავრებული აქვს საკვალიფიკაციო ნაშრომი. ოკეანოლოგი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.224-225
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |