The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ რუხაძე

ვახტანგ რუხაძე
Date of birth:15 August, 1906
Date of death:20 April, 1994  (at 87 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი იანეთი, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი გეოგრაფია-გეოლოგიის პროფილით 1933 წელს.

1934 წელს მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეოროლოგიურ სამმართველოში მეცნიერ-მუშაკად; 1955-1976წწ. - ჰიდროპროგნოზების განყოფილების გამგედ. გამოქვეყნებული აქვს 12 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც მოცემულია ჰიდროლოგიური პროგნოზების ახალი მეთოდები, ამიერკავკასიის მდინარეების ჩამონადენისა და ხარჯის მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდ. ხრამის ჩამონადენის ფორმირება და მისი წანამძღვრები სხვადასხვა პერიოდისათვის", დაიცვა 1962 წელს (ქ. ბაქო).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.225


Share: