The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე სალუქვაძე

ელენე სალუქვაძე
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი გეოგრაფია-ბიოლოგიის სპეციალობით 1982 წელს. 1986 წელს გაიარა ასპირანტურის კურსი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სპეციალობა: -"ფიზიკური გეოგრაფია, ლანდშაფტების გეოფიზიკა და გეოქიმია".

1986-1993წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993 წელს ლანდშაფტმცოდნეობის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-2006წწ. ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სამეცნიერო სემინარის სწავლული მდივანი; 2006-2012წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი; 2012 წლიდან ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1993-1994წწ. თბილისის 6-ე გიმნაზიის გეოგრაფიის მასწავლებელი; 1998-2006წწ. თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის დოცენტი; 1999-2003წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის გეოგრაფიის კათედრის დოცენტი; 2007-2011წწ. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2014 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოცალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გეოგრაფიის დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მსხვილი სამრეწველო ცენტრების საგარეუბნო ზონების ლანდშაფტურ-ეკოლოგიური ანალიზი რაციონალური ბუნებათსარგებლობის მიზნით (ქალაქების თბილისისა და რუსთავის მაგალითზე)", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.226; ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი: geography.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ალ ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება , სამეცნიერო საბჭოს წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: