The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა სალუქვაძე

მანანა სალუქვაძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1949  (76 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-მეტეოროლოგის სპეციალობით 1974 წელს.

მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში გლაციოლოგიის ლაბორატორიაში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. მისი ნაშრომები ეხება თანამედროვე გლაციოლოგიურ საკითხებს, კერძოდ თოვლის ზვავების წარმოქმნის, რეჟიმისა და გავრცელების თავისებურებებს. მუშაობს საქართველოს ტერიტორიაზე თოვლის ზვავების რაოდენობრივი მახასიათებლების ცვალებადობის დადგენაზე, მოსახლეობის საშიში ზვავშემკრებების, ზვავსაშიში დასახლებული პუნქტებისა და სახალხო ობიექტების გამოვლენაზე. გლაციოლოგი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კატასტროფული ზვავების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე და მათი მასიური ჩამოსვლის წინასწარმეტყველების მეთოდები".

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.227-228; tbilisi.media/persona

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: