შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ სამუკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სნო, ყაზბეგის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკოსის სპეციალობით 1955 წელს. 1955-1956წწ. მუშაობდა ჯვრის უღელტეხილის მეტეოროლოგიურ სადგურში ტექნიკოს-აეროლოგად და მეტეოდამკვირვებლად; 1956 წელს რვაწლიან სკოლაში ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად; 1957-1860წწ. - დედოფლისწყაროს საშუალო სკოლაში; 1990 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში; 1960-1989წწ. მაღალმთიან გეოფიზიკურ ინსტიტუტში იალბუზის ობსერვატორიაში (ქ. ნალჩიკი); 1989-1990წწ. ქ. სევასტოპოლში წაყინვების და ნისლის ლაბორატორიის გამგედ. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება წყალსაცავების გავლენის პრობლემებს გარემოს კლიმატზე, საქართველოს კლიმატურ მახასიათებლებს, კავკასიის რადიაციული რეჟიმის პრობლემებს, აგრეთვე მთიანი მყინვარების აბლაციის საკითხებს, კავკასიის ტერიტორიაზე ჰელიოენერგეტიკული რესურსების და თოვლის საფარის რადიაციული მახასიათებლების კვლევას. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დიდი კავკასიონის ჩრდილო ფერდობის რადიაციული რეჟიმი", დაიცვა 1971 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კავკასიის რადიაციული რეჟიმის დახასიათება და ჰელიორესურსების გამოყენების პერსპექტივები", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.228 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |