The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლალი სანებლიძე

ლალი სანებლიძე
დაბადების თარიღი:22 ივლისი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1964 წელს; 1964-1967წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში.

1967 წელს მუშაობა დაიწყო სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გეოგრაფიის კათედრის მასწავლებლად, შემდეგ უფროს მასწავლებლად; 1989 წლიდან მუშაობს იმავე კათედრის გამგედ. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. მუშაობს ლანდშაფტმცოდნეობასა და მეთოდიკაში. გამოქვეყნებული შრომებიდან აღსანიშნავია მტკვარ-იორის ლანდშაფტების ფიტომასის პროდუქტების განსაზღვრა, მარტყოფის სტაციონარის მიდამოების ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება, გეოგრაფიული გარსის ცნების სწავლება, ეკოლოგია და გეოგრაფია და სხვ. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართულ ენციკლოპედიაში მეთოდური და სამეცნიერო გეოგრაფიული ხასიათის სტატიების დაწერაში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მტკვარ-იორის მდინარეთაშორისი ლანდშაფტები", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.229


გააზიარე: