The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მელიტონ სანებლიძე

მელიტონ სანებლიძე
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1905
გარდაცვ. თარიღი:28 ნოემბერი, 1984  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოფშკვითი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო დარგი გეოგრაფიის სპეციალობით 1928 წელს.

1928-1933წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრაზე; 1933-1940წწ. ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში კათედრის გამგედ და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლად; 1940 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური ქვეყანათმცოდნეობის კათედრაზე, 1952-1974წწ. იყო იმავე კათედრის გამგე. მის სადისერტაციო ნაშრომში გაანალიზებულია ლანდშაფტების ვერტიკალური ზონალობა, გამოყოფილია ზონები და ქვეზონები. გამოქვეყნებული აქვს რიგი სამეცნიერო სტატია, მეთოდური ლიტერატურა, მარშრუტული აღწერა და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, საქართველოს ძირითადი ლანდშაფტების დადგენა და საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება. გამოყოფილი აქვს 15 ლანდშაფტური ზონა ანუ ტიპი. დიდი წვლილი მიუძღვის მყინვარწვერის შესწავლის საქმეში. იგი 19-ჯერ ავიდა მწვერვალზე. არჩეული იყო საქართველოს ალპური კლუბის საბჭოს წევრად. მისი უშუალო ხელმძღვანელობით 1962 წელს დაარსდა მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ყაზბეგის რაიონის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1949 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.229-230

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი
  • 1968 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

გააზიარე: