The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან მგალობლიშვილი

ლევან მგალობლიშვილი
დაბადების თარიღი:16 აგვისტო, 1977  (47 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები 1996 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი სპეციალობით სამართალმცოდნე 2006 წელს.

2002-2003წწ. მუშაობდა სენაკის გამგეობაში, გამგებლის თანაშემწედ; 2003-2004წწ. იყო თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის, თვითმმართველ ერთეულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის სპეციალისტი; 2004-2005წწ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის კონტროლის სამსახურის უფროსი; 2005-2006წწ. თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ კომპანია, შპს "შუქნიშნების" დირექტორი; 2008-2009წწ. სახელმწიფო კომპანია შპს გამომცემლობა "სამშობლო"; 2010-2013წწ. თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია, სამდივნოს უფროსი; 2016-2019წწ. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აბაშის რაიონის აღმასრულებელი მდივანი; 2019-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2021-2024წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2024 წლის 18 სექტემბრიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა: abkhazia.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2021-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2021-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2021-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2021-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2021-2024)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2019-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2019-2020)

გააზიარე: