The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლელო კლიმიაშვილი

ლელო კლიმიაშვილი
Legal name:ლევან კლიმიაშვილი
Date of birth:1897
Date of death:21 May, 1923  (at 26 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი რუისი, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი.

საქართველოს რესპუბლიკის (1918-1921) ჯარის პორუჩიკი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მსახურობდა საქართველოს წითელ არმიაში. ამავდროულად, მოღვაწეობდა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციის და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ შექმნილი "სამხედრო ცენტრის" წევრი. ჩეკას დოკუმენტებით, შეთქმულებთან მიჰქონდა ცნობები და ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმისთვის იბირებდა ოფიცრებს. 1923 წელს ჩეკამ დააპატიმრა და თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტა. ივანე (ვანო) კლიმიაშვილის ძმა.

წყარო: რადიო თავისუფლება: radiotavisupleba.ge; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - დახვრეტილი "სამხედრო ცენტრი".-თბ.,2016.-გვ.8,გვ.31


Share: