შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკა ჭყოიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ახალი ბერძნული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1998 წელს. 1999 წელს სწავლა განაგრძო ქ. იოანინის უნივერსიტეტში (საბერძნეთი), ფილოსოფიის ფაკულტეტზე, შუა საუკუნეების შემსწავლელ მეცნიერებათა კათედრაზე, ბიზანტიის ისტორიის განყოფილებაში, სადაც 2001 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2006 წელს, იმავე განყოფილებაზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ბიზანტია ქართული წყაროების მიხედვით (IX-XI საუკუნეების ქრონიკები და ჰაგიოგრაფიული ტექსტები)", ბერძნულად: "Το Βυζάντιο μέσα από τις γεωργιανές πηγές (Χρονικά, Βίοι Αγίων 9ος-11ος αι.)". საბერძნეთში სწავლისას მიღებული აქვს სტიპენდიები ა. ონასისის საქველმოქმედო და საბერძნეთის სახელმწიფო სასტიპენდიო ფონდებიდან; 2008-2009 სასწავლო წელს მუშაობდა პოსტდოქტორანტ მკვლევრად პრინსტონის უნივერსიტეტში (აშშ). მეორედ პოსტსადოქტორო სტიპენდია მიიღო 2012-2013 წლებში ათენის უნივერსიტეტის პლატონის აკადემიისა და ა. ონასისის საქველმოქმედო ფონდის ერთობლივი დაფინანსებით; 2008 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; იყო ჯერ ასისტენტ-პროფესორი, ხოლო 2013 წლიდან ასოცირებული პროფესორია; ქართველი ფილოსოფიის დოქტორი ბიზანტიის ისტორიის განხრით, ასოცირებული პროფესორი. წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |