შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ საჯაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: კამენსკის ოლქი (რუსეთი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი კვანტური რადიოფიზიკის სპეციალობით. მუშაობდა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ბუნებრივი მოდელირების განყოფილებაში ინჟინრად, შემდეგ უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1990-იან წლებში მივლინებულ იქნა ქ. ლენინგრადში ატმოსფეროს გაჭუჭყიანების ოპტიკური დისტანციური მეთოდის დასანერგად. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. იკვლევს ატმოსფეროს გაჭუჭყიანებისა და გაუდაბნოების პროცესებს. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გარე და შიდა ფაქტორების გავლენა ატმოსფეროს გაჭუჭყიანებაზე საქართველოში", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.231
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |