| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზინობი ჩაპოძე![]()
Biographyსწავლობდა თბილისის სამხედრო სასწავლებელში. 1894 წლიდან მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) და I მსოფლიო (1914-1918) ომებში. მსოფლიო ომში დაიჭრა, ბოლოს პოდპოლკოვნიკის წოდება ჰქონდა; იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი (1909 წლიდან). 1918-1921წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის არმიის პოლკოვნიკი, სამხედრო ტიპოგრაფიის უფროსი (სამხედრო საქმეთა წარმოებაში შემოიტანა ქართული შრიფტი), 1921 წელს საქართველოს სსრ სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარიატის ტიპოგრაფიის გამგე; 1921-1922წწ. იმავე უწყების შტაბის კანცელარიის უფროსი; 1922-1937წწ. სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობაზე მუშაობდა საქართველოს სსრ სამთავრობო სამოქალაქო უწყებებში; სამხედრო პირი, პოლკოვნიკი (1918). წყარო: სამხედრო კადრების სამჭედლო : თბილისის სამხედრო სასწავლებლის ისტორია 1862 წლიდან დღემდე / მამუკა გოგიტიძე, ზაზა ჯაფარიძე.-თბ.,2018.-გვ.43 (dspace.nplg.gov.ge) Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

