შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ნათიძე (დეკანოზი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩალაუბანი, ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თელავის, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარია 1873 წელს. მასწავლებლობდა სოფელ ვეჯინში, მაგრამ სკოლის საპატიო მზრუნველ თავად მიხეილ ანდრონიკაშვილთან კონფლიქტის გამო პედაგოგობას თავი დაანება და 1885 წელს მღვდლად ეკურთხა; ჯერ ყარსის ოლქში განთავსებული მოზდოკის კაზაკთა პოლკის, შემდეგ კი გორის პოლკის მღვდლად მსახურობდა; 1904 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელ ქართულ ლიტერატურულ წრეებთან, განსაკუთრებით ვაჟა-ფშაველასთან; ახლოს იდგა ხალხოსნურ იდეოლოგიასთან; 1890-იან წლებში აქვეყნებდა მოთხრობებს ქართულ პრესაში. მათ შორის აღსანიშნავია: "ბნელო" (1891), "კრიალოსანი" (1894), "ნავარდობა" (1899-1900), "ქედნის ღუღუნი" (1904) და სხვ. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |