The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯაბა სამუშია

ჯაბა სამუშია
Date of birth:15 August, 1971  (52 years)
Category:Historian, Scientist, Public Man

Biography

დაიბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1994 წელს; ლონდონის EDWARDS LENGUAGE SCHOOL 2000 წელს. 
1994 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი; 2006-2011წწ. ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი; 2011-2012წწ. ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან სრული პროფესორი; 2010-2014წწ. წლების მოწვევის თბილისის საკრებულოს წევრი (თავმჯდომარის მოადგილე; თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი); 2014-2017წწ. თბილისის საკრებულოს მოწვევის წევრი (ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე); ქალაქ ტორუნის (პოლონეთი) აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ჟურნალის, "Studia Orientalne" სამეცნიერო საბჭოს წევრი; ვარშავის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოს – საუნივერსიტეტო მედლის მფლობელი; სასკოლო სახელმძღვანელოების და სალექციო კურსების ავტორი; მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი გამოცემების მომზადებაში, როგორიცაა: "ქართული დიპლომატიური ლექსიკონი", "ივანე ჯავახიშვილი- ენციკლოპედიური ლექსიკონი", "ქართული საისტორიო ენციკლოპედიური ლექსიკონი", "Православная Энциклопедия" და სხვა; მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა რამდენიმე მასშტაბური პროექტი: ივ. ჯავახიშვილის თხზულებათა 5 ტომეულისა და "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" 30 ტომეულის გამოცემა; 2007 წელს სატელევიზიო სერიალის "საქართველოს ისტორია" სცენარის თანაავტორი და ექსპერტი (ტელეკომპანია "მზე"); 2006-2008წწ. სატელევიზიო სერიალ "მხედართმთავარის" ექსპერტი (ტელეკომპანია "საქართველო"); 2008-2009წწ. მონაწილეობდა სამაუწყებლო კომპანია "პირველი არხის" მიერ მოწყობილ მედია-პროექტში: "საქართველოს დიდი ათეული", იყო პროექტის მთავარი ექსპერტი; 2010 წლიდან რადიო გადაცემის "ისტორიანი ჯაბა სამუშიასთან ერთად" ავტორი და წამყვანი; 2014-2017წწ. იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე-სიმაგრეების" სამეცნიერო ხელმძღვანელი; 2018 წლიდან რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილედ დანიშნეს; 2020 წლის 11 აგვისტოდან ფონდის დირექტორი; ავტორია 250 მეტი ნაშრომისა; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. ჟურნალ "ისტორიანის" მთავარი რედაქტორი; 2002-2010წწ. იყო წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მემატიანე; მონაწილეობა აქვს მიღებული ათობით საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარში; 2022 წლის 27 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის რექტორად აირჩია; ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. 

წყარო: ქალაქ თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.getsu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2022-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი, წევრი (2023-)

Bibliography


Share: