შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ შონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საბერიო, გალის რაიონი. დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1970 წელს. 1971-1990წწ. გალის რაიონული გაზეთის რედაქციის ლიტმუშაკი, პასუხისმგებელი მდივანი; სამწერლო ასპარეზზე ჯემალ შონია მოსწავლეობის დროიდან გამოჩნდა; იგი არის რამდენიმე პოეტური კრებულისა და პუბლიცისტური წიგნის ავტორი, მათ შორისაა: "თეთრი და ცისფერი", "ხსოვნის სარკე", "მთვარის ქვა", "აფხაზეთში დაკრეფილი გვირილები", "ბესლეთის ხიდზე წარწერილი", "შენს საპოვნელად...", "წაუკითხავი"; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი გალის ჭუბურხინჯის №111 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); შემდგომ მუშობდა თბილისში, გაზეთ "იბერია - სპექტრის კორესპონდენტად, პასუხისმგებელ მდივნად; გაზეთ "ეროვნული თანხმობის" პასუხისმგებელ მდივნად; ჟურნალ "მწერლობა XXI-ის" პასუხისმგებელ მდივნად; არის საზოგადოებრივ ჟურნალ "მიჯნის" რედაქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 362; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.-თბ.,2021.-349გვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |