The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ნარმანია

ზურაბ ნარმანია
Date of birth:20 January, 1955
Date of death:12 August, 2000  (at 45 years)
Category:Translator, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1981 წელს.
პირველი ლექსები: "ჩემი სახლია...", "მიიძინებენ ლაჟვარდების ლურჯი ბაღები...", "სივრცის მსუბუქი...", "ღამეს მშიერი მისდევს ავაზა...", "თუმცა არ ვიცი..." გამოაქვეყნა ჟურნალ ცისკრის 1977 წლის მეოთხე ნომერში; პირველი პოეტური კრებული "უსაფეხურო კიბე" 1986 წელს გამოსცა "მერანში". 1992 წელს ამავე გამომცემლობამ დასტამბა მის მიერ თარგმნილი აბდურახმან ავტორხანოვის "სტალინის სიკვდილის საიდუმლო"; 1998 წელს წიგნად გამოსცა ქართულად თარგმნილი მაქსიმილიან ვოლოშინის პოემა "კაენის გზით" (მატერიალური კულტურის ტრაგედია); 1983–2000 წლებში იყო ჟურნალ "ცისკრის" თანამშრომელი; მის მიერ თარგმნილი წიგნები: აბდურახმან ავტორხანოვი – "სტალინის სიკვდილის საიდუმლო" ("მერანი", 1992), მაქსიმილიან ვოლოშინი – "კაენის გზით" (მატერიალური კულტურის ტრაგედია, პოემა, "მერანი", 1998); მისი კინოროლია ზურა (ლიკა ქავჟარაძის პარტნიორი) – სატელევიზიო მუსიკალური ფილმი "სიყვარული, ივერია და...", კომპანია "ქართული ტელეფილმი", რეჟისორი – ზაალ კაკაბაძე – 1975. ესეისტი.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 239-240

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი სარედაქციო საქმიანობისათვის

Bibliography


Share: