The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სვეტლანა სიორდია

სვეტლანა სიორდია
დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ატმოსფეროს ფიზიკის სპეციალობით 1980 წელს.

1980 წლიდან მუშაობს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1987-1990წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია, ოკეანოლოგიის კათედრაზე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ატმოსფეროს გაჭუჭყიანების მეტეოროლოგიური ასპექტები ამინდის სამედიცინო შეფასებისათვის", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.233


გააზიარე: