შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე სოხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა ქ. მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი გეობოტანიკის სპეციალობით 1941 წელს. მუშაობდა ქ. ბაქოს ქიმიურ-ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში; 1942 წლიდან არმიის რიგებში, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შორსმსროლელ საზენიტო არტილერიის ბატარეაში იმყოფებოდა; 1945 წელს ჩაირიცხა ვილიამსის სახელობის კვების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1948 წლიდან ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში უფროსი მასწავლებელია; 1953 წელს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1954-1992წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. აქ ცნობილი მკვლევარების გვერდით მან განსაზღვრა ბოტანიკურ-გეოგრაფიული კვლევის ასპექტში მეცნიერული ორიენტაციის ძირითადი მიმართულება. მონაწილეობდა ფიზიკურ-გეოგრაფიული ხასიათის ექსპედიციებში; შესწავლილ იქნა რეგიონების მცენარეული საფარი, როგორც ლანდშფტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მთის ქანების გავლენას მცენარეულობაზე, მცენარის ინდიკაციურ როლს ბუნებრივ და ანთროპოგენურ ფაქტორებზე, მთიანი მხარეების ბოტანიკურ-გეოგრაფიული დარაიონების პრინციპებს და მეთოდებს. დასავლეთ საქართველოს მთიანი რაიონების შესწავლასთან დაკავშირებულმა გამოკვლევებმა და მათმა განზოგადებამ შესაძლებლობა მისცა შეესრულებინა რამდენიმე მონოგრაფია. მის სადოქტორო დისერტაციაში ღრმადაა გაანალიზებული მთიანი რეგიონების ლანდშაფტების კვლევის მეტად აქტუალური პრობლემები. გეოგრაფიის ინსტიტუტში მოღვაწეობის დროს აქტიურად მონაწილეობდა ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილებაში შესრულებულ რიგ გამოკვლევებში. იგი ავტორია 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კავკასიის უროიანების საძოვრები", დაიცვა 1950 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "დასავლეთ საქართველოს კირქვიანი მთების ბოტანიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1971 წელს (ქ. ლენინგრადი). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.234-235 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |