Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარიკა დარჩია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი; ლონდონის PR ინსტიტუტის (1993) და რუსეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსები. 1975-1988წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988-1995წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობების გადაცემების: "პიკის საათი", "ალიონი", "ქალებისათვის" - ავტორი; 1993-1995წწ. გაეროს პროექტი "სახელმწიფო მართვა და სამოქალაქო საზოგადოება"- საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1995 წელს ჩამოაყალიბა "თბილისის PR ცენტრი". მისი იდეით განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი: "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" და "მაკლიტერატურა". 2004-2007წწ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელი; 2005 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) ლექტორი, PR მცირე ბიბლიოთეკის და პირველი PR ორგანიზაციის დამფუძნებელი, "მედია პალიტრის" კრეატიული დირექტორი (2007-2017); საავტორო გადაცემა "სტუმრად მარიკა დარჩიასთან ერთად" (2013) ავტორი და წამყვანი; 2015-2017წწ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეგობრების საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი; 2017 წლიდან არის თბილისის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: ''ქართული ოცნება ", საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით. მიღებული აქვს პროფესიული პრემია "ოქროს აფრა", საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; ჟურნალისტთა საერთაშორისო ჯილდო "ოქროს ფრთა" (2014), როგორც ქართულ ჟურნალისტიკაში ყველაზე ინტელექტუალ ადამიანს. მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: media.ge; თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge; გაზეთი "ახალი თაობა": akhalitaoba.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |