The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა სულხანიშვილი

ნანა სულხანიშვილი
Date of birth:20 September, 1934  (90 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1953 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინიო ინსტიტუტში; 1955 წლიდან სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1960 წელს.

მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ლანდშაფტმცოდნეობის ლაბორატორიაში, 1963-1974წწ. ლაბორანტი; 1974-1975წწ. - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1975-1989წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1995წწ. ლაბორატორიის გამგე. 1963 წელს დაიწყო კვლევა სამედიცინო გეოგრაფიის დარგში, რომლის ფორმირებაც ის იყო იწყებოდა. ამასთან იყო დაკავშირებული მისი ექსპედიციები ციმბირში (ქ. ირკუტსკის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამედიცინო გეოგრაფიის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად) და საქართველოში. მისი გამოკვლევების დასკვნები შემდეგში მედიკოსების მიერ პრაქტიკით დადასტურდა. 1974 წლიდან მუშაობდა საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნის გავრცელების გეოგრაფიულ პრობლემებზე. ამ მიზნით 1978-1979წწ. იგი მივლინებულ იქნა ქ. მოსკოვში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ონკოლოგიის ცენტრის ეპიდემიოლოგიის განყოფილებაში და 1980-1985წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამედიცინო გეოგრაფიის ლაბორატორიაში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ძირითადად სამედიცინო-გეოგრაფიული ხასიათისაა. მათში უმთავრესი ყურადღება ეთმობა საქართველოს ბუნებრივი ფაქტორებისა და სახალხო მეურნეობის ცალკეული დარგების დადებით თუ უარყოფით გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე. კვლევის შედეგები ნაწილობრივ აისახა მის მიერ თანაავტორებთან ერთად ონკო-გეოგრაფიულ ატლასში; ყურადსაღებია აგრეთვე ჰემატოლოგიის, სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკულ დაავადებათა ინსტიტუტთან ერთად შედგენილი ატლასი და B თალასემიის გავრცელების რუკა, რომლებიც არ დაბეჭდილა. ამასთან, იგი აქტიურად მონაწილეობდა საკავშირო კონფერენციებსა და თათბირებში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლანდშაფტების როლი ანკილოსტომიდოზების გავრცელებაში", დაიცვა 1971 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.237-238

Member of Organizations

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, სამედიცინო გეოგრაფიული სექციის თავმჯდომარე

Bibliography


Share: