Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეთერ სუხიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით. მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში, 1968 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა ნაწილი დანერგილია სახალხო მეურნეობის შესაბამის დარგებში. ასეთ შრომებს მიეკუთვნება: "ქარის რეჟიმი საქართველოში", "ქარის საანგარიშო სიჩქარეები კავკასიაში", "საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ბუნებრივ-საკურორტო რესურსები", "მცირე კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილის საკურორტო და რეკრეაციული რესურსების კლიმატი" და სხვ. შედგენილი აქვს 7 რუკა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1983), სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო დიპლომი (1984), სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსა და საქენერგოს მიერ გამოცხადებული კონკურსის პირველი პრემია (1995). გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქარის რეჟიმი საქართველოს ტერიტორიაზე", დაიცვა 1966 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.238; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.334 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |