The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დემურ ტაბიძე

დემურ ტაბიძე
დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1933
გარდაცვ. თარიღი:2006  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოელი ივანდიდი, ხონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1956 წელს.

მუშაობა დაიწყო თბილისის სამხედრო კარტოგრაფიულ ფაბრიკაში ტექნიკოს-კარტოგრაფის თანამდებობაზე; 1957 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. მის მიერ გამოკვლეულია საქართველოს რელიეფის მორფოლოგიის გენეზისისა და ასაკის სხვადასხვა ასპექტები, აგრეთვე გეომორფოლოგიური კარტოგრაფირების თეორიული საფუძვლები. მუშაობდა ფიზიოგრაფიული კარტოგრაფირების საკითხებზე. მეცნიერული საფუძველი ჩაუყარა მეცნიერებისა და ხელოვნების ახალი მიმართულების შექმნას - ბუნების ქანდაკებისა და გეოგრაფიული ფერწერის შესახებ, რაც შეიძლება დაუკავშირდეს ტურიზმის მსოფლიო ბიზნესს გეოგრაფიული მუზეუმების შექმნის თვალსაზრისით. აღნიშნულთან დაკავშირებით მას შედგენილი აქვს საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების 40 ფერწერული ტილო. გაკეთებული აქვს სხვადასხვა მასშტაბის საქართველოსა და მისი კუთხეების ბუნებრივი ქანდაკებები. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდ. კოდორის აუზის გეომორფოლოგია", დაიცვა 1966 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "რელიეფის მოცულობითი ანალიზი და გეომორფოლოგიური სისტემატიკა", დაიცვა 1988 წელს (ქ. ნოვოსიბირსკი).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.238-239

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: