შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თუხარელი![]()
ბიოგრაფიადაიბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაიბადა რკინიგზის ინჟინრის ივანე თუხარელის ოჯახში; 1928 წელს გაემგზავრა პარიზში სწავლის გასაგრძელებლად; პარიზში ჩასვლისას ის აქტიურად ჩაება ქართული ემიგრაციის კულტურულ, პოლიტიკურ და სპორტულ ცხოვრებაში; შეუერთდა ქართული შევარდენის ემიგრანტულ საფეხბურთო ნაკრებს, გახდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულის, შალვა ნებიერიძის მიერ 1931 წელს დაარსებულ ქართულ ემიგრანტულ დრამატულ დასის წევრი; იყო ემიგრაციის ახალგაზრდული ნაწილის აქტიური წევრი, მონაწილეობდა ემიგრანტთა დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებებში; 1930-იან წლებში გიორგი ეუფლება ინჟინრის სპეციალობას და მუშაობას იწყებს ფრანგულ საინჟინრო კომპანიაში; 1939 წელს მიხეილ კედიას შუამდგომლობით შევიდა შტუტგარტის სამხედრო სკოლაში; 1941 წელს ის უერთდება ახლად ჩამოყალიბებულ სამხედრო-პატრიოტულ ორგანიზაცია "თამარ-I"-ს, რომლის მთავარი მიზანი იყო ემიგრანტი ქართველების დახმარებით საქართველოს ტერიტორიაზე აჯანყების მოწყობა და ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბება; "თამარ I"-ის შენაერთი მეორე მსოფლიო ომში ჩაება 1942 წელს; გიორგი თუხარელი გმირულად დაიღუპა 1942 წლის სექტემბერში. ქართველი ემიგრანტი პარიზში, პატრიოტული სამხედრო ორგანიზაცია "თამარ I"-ის მებრძოლი. წყარო: ქართველები უცხოეთში = Georgians abroad / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე და სხვ.:წ.1.-თბ.,2012.-გვ.102-103
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |