შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დალი ჩიკვილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1958 წელს. 1961 წელს ჩაირიცხა თსუ–ს ასპირანტურაში ჟურნალისტიკის ისტორიის სპეციალობაზე (ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველი ასპირანტი), მისი საკვლევი თემა იყო სრულიად შეუსწავლელი ჟურნალი "კრებული", რომლის ფაქტიური რედაქტორი იყო ნიკო ნიკოლაძე და გამოდიოდა 1871–1873 წლებში. 1963 წლის 14 სექტემბერს აირჩიეს ჟურნალისტიკის კათედრის უფროს მასწავლებლად, შემდეგ დოცენტად, 1991 წელს კი ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრის გამგედ. 48 წლის განმავლობაში ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ჟურნალისტიკის ისტორიას. 2010 წლიდან იყო გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. დალი ჩიკვილაძის ხელმძღვანელობით ასპირანტურის კურსი გაიარა ბევრმა ასპირანტმა, მაგისტრანტმა და დოქტორანტმა, იყო მრავალი რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი ხელმძღვანელი და მონაწილე. მისსი სახელი და გვარი შესულია ამერიკის ბიოგრაფიის ლექსიკონში. ქართული ჟურნალისტიკის ისტორიისა და ნიკო ნიკოლაძის შემოქმედების მკვლევარი, პროფესორი. წყარო: kvira.ge; ipress.ge; qartuliazri.reportiori.ge; imedinews.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |