The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გენო ქარუმიძე

გენო ქარუმიძე
Date of birth:1892
Date of death:February, 1921  (at 29 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბი­ლი­სის სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­.

1921 წელს მიენიჭა შტაბს-კა­პიტ­ნის წო­დე­ბა. თა­ვის ასე­ულ­თან ერ­თად ახალციხეში გაანაწილეს, ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, ახალ­ცი­ხე­ში მდგომი ნა­წილი კო­ჯორ­ში გამოიძახეს. ქარ­თ­ვე­ლი მოღ­ვა­წე შალ­ვა მაღ­ლა­კე­ლი­ძე, რო­მე­ლიც მა­შინ თბი­ლი­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რი იყო თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში ბრძო­ლის ველს და 1921 წლის მოვ­ლე­ნებს ასე აღწერს: "კოჯ­რის გზა­ზე მო­დი­ოდ­ნენ (მე-11 არ­მი­ა). მა­ყაშ­ვი­ლის ქა­ლი და­ი­ღუ­პა. გე­ნე­რალ ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლის შტა­ბი იყო კოჯ­რის გზა­ზედ, იქ მივ­დი­ო­დი მან­ქა­ნით და ეს ქა­ლი ვნა­ხე მოკ­ლუ­ლი აეროპ­ლა­ნის ბომ­ბის შე­დე­გად. ჩვენს ავი­ა­ცი­ას ორი აპა­რა­ტი ჰქონ­და, მაგ­რამ ორი­ვე გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი. იმა­თი აეროპ­ლა­ნე­ბი თა­ვი­სუფ­ლად შე­მო­ვიდ­ნენ და კოჯ­რის გზა­ზე ბომ­ბე­ბი ჩა­მო­ყა­რეს. მე ჩე­მი თა­ნამ­დე­ბო­ბის გა­მო ომ­ში უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ ვი­ღებ­დი, ასე ვთქვათ, ად­მი­ნის­ტ­რა­ტო­რი ვი­ყა­ვი. წე­სი­სათ­ვის და რი­გი­სათ­ვის სხვა ფუნ­ქ­ცი­ე­ბი მქონ­და, მაგ­რამ მიხ­დე­ბო­და ფრონ­ტ­ზე გას­ვ­ლა. მე ხომ ზურ­გი ვი­ყა­ვი და უნ­და მივ­ხ­მა­რე­ბო­დი ხალ­ხით, ტრან­ს­პორ­ტით, იარა­ღით, პუ­რით. ამი­ტომ გავ­დი­ო­დი ხოლ­მე წი­ნა ხაზ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კოჯ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პი­რა­დად ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე ოქ­რო­ყა­ნა­ში. გე­ნო ქა­რუ­მი­ძე იყო ოფი­ცე­რი და შე­ტე­ვა­ზე იყო გა­და­სუ­ლი რუ­სებ­თან, ოქ­რო­ყა­ნის ზე­მოთ. მე გად­მო­ვე­დი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან და ბრძო­ლა­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით. გე­ნო ქა­რუ­მი­ძის ასე­უ­ლი პირ­და­პირ შე­ტე­ვა­ზე იყო გა­და­სუ­ლი რუ­სებ­თან. პო­ზი­ცი­უ­რი ბრძო­ლე­ბი არ იყო, არა­მედ ასე, 30 კა­ცი მი­დი­ო­და ერ­თ­მა­ნეთ­ზე ხიშ­ტე­ბით. ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლის დუ­ქა­ნი იყო ზე­ვით, კოჯ­რის გზა­ზე, "თეთ­რი დუ­ქა­ნი" და შტა­ბი იქ ჰქონ­დათ. ვხე­დავ, გე­ნო დაჭ­რი­ლია. იქ­ვე სე­ვე­რი­ან ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე არის, კა­პი­ტა­ნი, ისიც ხიშ­ტით დაჭ­რი­ლი და უნ­და მი­ვეხ­მა­რო. ავიყ­ვა­ნე ორი­ვე და ჩავ­ს­ვი ავ­ტო­მო­ბილ­ში. მთლი­ა­ნად შე­ვი­ღე­ბე მა­თი სის­ხ­ლით". ქარ­თ­ველ­მა დი­სი­დენ­ტ­მა ვიქ­ტორ რცხი­ლა­ძემ ეს ცნო­ბა 1921 წლის ომის ამ­ბე­ბის შესახებ შალ­ვა მაღ­ლა­კე­ლი­ძის­გან ჩაიწერა. ასე შე­მო­ი­ნა­ხა ის­ტო­რი­ამ გე­ნო ქა­რუ­მი­ძის და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი. 1921 წლის გა­ზეთ "სა­ქარ­თ­ვე­ლოს" თე­ბერ­ვ­ლის ნო­მერ­ში და­ი­ბეჭ­და ნეკ­რო­ლო­გი გენო ქარუმიძის დაღუპვის შესახებ. გარ­დაც­ვ­ლი­ლი ოფი­ცე­რი ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ი­დან გა­მო­ას­ვე­ნეს და დაკ­რ­ძა­ლეს იქ­ვე, ეკ­ლე­სი­ის ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძმა­თა სა­საფ­ლა­ოს ად­გი­ლას პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა აიგო და გარ­დაც­ვ­ლილ­თა საფ­ლა­ვე­ბი და­ი­კარ­გა. ოფიცერი, მზვერავი.

წყარო: kvirispalitra.ge 


Share: