The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოკრატ უგულავა

სოკრატ უგულავა
Date of birth:24 January, 1907
Date of death:21 June, 1986  (at 79 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ყუმისთავი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის გეოგრაფიული განყოფილება 1937 წელს. 

1928-1929წწ. მუშაობდა ქუთაისის ბარიტის ქარხანაში; 1929-1932წწ. საბჭოთა არმიის რიგებში იყო; 1932-1934წწ. მუშაობდა საუწყებო დაცვის ბრიგადაში ქ. ჭიათურაში და ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე ქ. თბილისში. გაიარა ასპირანტურის კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე, პარალელურად, მუშაობდა ქ. გორში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1953 წლიდან მუშაობდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, იქვე იყო კათედრის გამგე; 1959 წელს გადაიყვანეს ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1966-1974წწ. იყო კათედრის გამგე. შესრულებული აქვს 35 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა ნაწილი გამოქვეყნებულია. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1956).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქლუხორის რაიონი (ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათებისათვის)", დაიცვა 1950 წელს. 

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.242


Share: