Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაია უკლება![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1977 წელს. 1977-1980წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. 1981-1994წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1998წწ. მე-6 გერმანული გიმნაზია, დირექტორი; მე-6 გიმნაზიაში დააარსა ქვეყანათმცოდნეობის პროფილი და შეადგინა საავტორო პროგრამა გეოგრაფიაში, ამავე დროს იყო ბავარიის მხარის (გერმანია) ქალაქების - შონდორფის, ნოიბოიერნის და რაიხერსბოიერნის მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცვლის პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. არის გერმანული ენის მასწავლებელთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1992), გიმნაზიისათვის "გერმანული ენის დიპლომი-2"-ის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1995); 1998 წელს სტაჟირება გაიარა ქ. დილინგენში (გერმანია) პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტში; 1998-2004წწ. საქართველოს განათლების სამინისტრო, კადრების სამმართველოს უფროსი; 2004-2006წწ. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ინოვაციის განყოფილების ხელმძღვანელი; 2006-2009წწ. ტურიზმის ბიზნესის კათედრის გამგე, სრული პროფესორი; 2004-2009წწ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი; 2009 წლიდან გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, ვიცე რექტორი, ბიზნესის მართვის კათედრის პროფესორი, ტურიზმის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. კონსტანტას "ოვიდიუსის" უნივერსიტეტის (რუმინეთი) ჟურნალის "ეკონომიკური მეცნიერებათა სერია", სამეცნიერო საბჭოს წევრი; სახელმძღვანელოებისა და სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო საბჭოს წევრი, რედაქტორი და რეცენზენტი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მინიჭებული აქვს პედაგოგის უმაღლესი კატეგორია (1997). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს მთიანი რეგიონების განსახლების პრობლემები", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.245; გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი: gttu.edu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |