The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოე უკლება

ნოე უკლება
Date of birth:15 February, 1906
Date of death:16 July, 1979  (at 73 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სიმონეთი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის საშუალო სკოლა 1925 წელს და მუშაობა დაიწყო ჭიათურის მანგანუმის მაღაროებში.

1928-1932წწ. წითელი არმიის რიგებშია, ხოლო 1932 წლიდან პარტიულ სამუშაოზე. 1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე. 1940-1943წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი. 1946-1950წწ. მუშაობდა აგრეთვე, ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი ნაშრომი. მისი შრომების დიდი ნაწილი პრაქტიკული ხასიათისაა. აღსანიშნავია მონოგრაფია - "საქართველოს წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენება სახალხო მეურნეობაში", რომელშიც მოცემულია წყლის რესურსები და მისი გამოყენება სახალხო მეურნეობაში, საქართველოს ტერიტორიის დარაიონება მდინარეთა აუზების მიხდევით და წყლის რესურსების სანიტარული დაცვა. მოცემულია წყლის რესურსების სამეურნეო გამოყენების კომპლექსური მეთოდი გამოყენებითი გეოგრაფიის თვალსაზრისით. ეწეოდა სახელმძღვანელოების თარგმნას. მისი ინიციატივით მოეწყო სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის შექმნა მდ. ვერეზე. გეოგრფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1954).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდინარე ენგურის აუზის ჰიდროლოგიისათვის", დაიცვა 1950 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.245-246

Bibliography


Share: