The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეა ახვლედიანი

თეა ახვლედიანი
Date of birth:10 January, 1975  (50 years)
Category:Diplomat, Public official

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფაკულტეტი. გა­ნათ­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კის დარ­გში სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე მი­ღე­ბუ­ლი აქვს ბრი­უ­სელ­ში (Summum cum Laude) - (European Centre for International and Strategic Research (CERIS), Master of Arts in International Politics.

1997-1999წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ევროკავშირთან ურთიერთობის სამმართველოს სტაჟიორი; 1999-2000წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ევროკავშირთან ურთიერთობის სამმართველოს ატაშე; 2000-2001წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის მეორე მდივანი; 2001-2002წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და ევროკავშირ-საქართველოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი2002-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (2004 წლის იანვარი - მარტი); საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი (2004 წლის მარტი - სექტემებრი); საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (2004 წლის სექტემბერი - ოქტომბერი); 2004-2008წწ. ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს და ევროკავშირთან საქართველოს მისიის (ბრიუსელი, ბელგია) მრჩეველისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (2008 წლის მარტი - ნოემბერი);  2008-20014წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი;  2014-2019წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში; 2019-2020წწ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; 2020 წლის 6 აგვისტოდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. თეა ახვლე­დი­ა­ნი მუ­შა­ობ­და ევ­რო­კავ­შირ­თან ვიზა-ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით სა­ვი­ზო დი­ა­ლო­გის წარ­მო­ე­ბა­ზე, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის სტა­ტუ­სით ახორ­ცი­ე­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცესს. მიღებული აქვს მერიტ სილვერ მედალი (Medal of Merit Silver) – ბალტიის თავდაცვის კოლეჯი (2018), პირველი კლასის "ტერა მარიანას" ჯვრის ორდენი (2019). დიპლომატიური რანგი - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

 წყარო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი: smr.gov.gekvirispalitra.geდამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.37

Awards and Honors

  • 2011 - ღირსების ორდენი

Share: