The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ უკლება

ოთარ უკლება
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1923
გარდაცვ. თარიღი:31 აგვისტო, 1997  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სიმონეთი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი საბადოთა ძებნა-ძიების გეოფიზიკური მეთოდების სპეციალობით 1949 წელს.

1950-1953წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიის განყოფილებაში; - ხელმძღვანელ თანამდებობაზე სხვადასხვა საძიებო ექსპედიციებში; 1965 წლიდან მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრაზე; 1972-1975წწ. იყო საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი; 1975-1985წწ. - გეოგრაფიის კათედრის გამგე. მისი მეცნიერული კვლევის სფერო იყო ტყიბული-შაორის ქვანახშირის საბადოს და სამთო გეოლოგიის საკითხების გადაწყვეტა გეოფიზიკური მეთოდების გამოყენებით. აღნიშნულ საკითხება 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტყიბული-შაორის ქვანახშირის საბადოს და მიმდებარე ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიის ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტა ელექტროძიების გამოყენებით", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.246


გააზიარე: