The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკა აკობია

ეკა აკობია
დაბადების თარიღი:23 აგვისტო, 1980  (44 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოჭი.

1998-2000 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებზე; 2000-2002 წლებში ჰართვიკის კოლეჯში პოლიტიკურ მეცნიერებებზე, 2002-2004 წლებში კი ბაილორის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებზე, შემდგომში კი 2011-2016წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდა და სწავლა მაგისტრატურის საფეხურზე განაგრძო. 
არის კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2008-2016წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომელი; მუშაობდა ამავე სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორად; 2004 წელს გაიმარჯვა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აკადემიური სტიპენდიების კონკურსში და მოამზადა სამაგისტრო კურსი "საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები" ქართულ ენაზე, რომელიც დაინერგა ცენტრის მიერ ადმინისტრირებულ ინტერდისციპლინარულ სამაგისტრო პროგრამების კურიკულუმში და გამოიცა ქართულენოვანი სასწავლო მასალის სახით; ეს წიგნი "საერთაშორი ურთიერთობების თეორია" 2006 წელს გამოიცა; ეკა აკობია აქტიურად მონაწილეობდა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბიბლიოთეკისა და სასწავლო რესურსების განვითარებაში; ის იკვლევს ნატოსა და ევრო კავშირის ურთიერთობებს უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში და ამ მოვლენების შესაძლო ზეგავლენას სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, უმაღლესი აკადემიური შეფასებით. ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, პროფესორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის ეროვნული საპატიო პოლიტიკური საზოგადოება ფაი სიგმა ალფა, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: