The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალოდია სულაქველიძე

ვალოდია სულაქველიძე
Legal name:ვლადიმერ სულაქველიძე
Date of birth:1884
Date of death:18 August, 1954  (at 70 years)
Burial location:ლევილის ქართული სასაფლაო, საფრანგეთი
Category:Public official, Educator, Public Man, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუ­თა­ის­ი.

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში ვალოდია სულაქველიძე საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო; მან ადმინისტრაციაში სამსახური დაიწყო ქუთაისის მილიციის უფროსის თანამდებობიდან და შემდგომ თბილისის მილიციის უფროსად გადაიყვანეს სამაგალითო სამსახურისთვის; რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ქუ­თა­ი­სი სრუ­ლად გაწ­მინ­და ყვე­ლა სა­ეჭ­ვო პი­რის­გან და სა­ნი­მუ­შო წეს­რი­გი და­ამ­ყა­რა; მისი ქუ­თა­ი­სის მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დროს, 1918 წლის დე­კემ­ბერ­ში, სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კამ სა­ქარ­თვე­ლოს ომი გა­მო­უ­ცხა­და. სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის პი­რო­ბებ­ში, სუ­ლაქ­ვე­ლი­ძის ძა­ლის­ხმე­ვით ქუ­თა­ის­ში, ქა­ლა­ქის სომ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის დარ­ბე­ვი­სა და შუ­რის­ძი­ე­ბის მცდე­ლო­ბაც არ ყო­ფი­ლა, რაც მის მა­ღალ სა­მო­ქა­ლა­ქო შეგ­ნე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს; ამ პე­რი­ოდ­ში თბი­ლი­სის მი­ლი­ცია სხვადასხა მი­ზეზ­თა გამო წეს­რი­გის დაც­ვას თავს ვერ არ­თმევ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ნოე რა­მიშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, თბი­ლი­სის მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სად ქა­ლა­ქის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის­თვის ვლა­დი­მერ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძის კან­დი­და­ტუ­რა შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა და 1919 წლის აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრძა­ნე­ბით თბი­ლის­ში მი­იწ­ვია; ქუ­თა­ი­სის ქა­ლა­ქის საბ­ჭომ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა აღ­ძრა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სად­მი, რომ ვლა­დი­მერ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე ქუ­თა­ის­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ, მაგ­რამ შსს-მ მო­თხოვ­ნა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. 14 აპ­რილს ქა­ლა­ქის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე ქუ­თა­ი­სის ქა­ლა­ქის თავ­მა დი­მიტ­რი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი მად­ლო­ბა გა­მო­უ­ცხა­და უკვე ყო­ფილ მი­ლი­ცი­ის უფ­როსს. ქა­ლა­ქის საბ­ჭოს წევ­რებ­მა, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და სო­ცი­ალ-ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, სი­ტყვით მი­მარ­თეს სუ­ლაქ­ვე­ლი­ძეს და თავ­და­დე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეს; 1919 წლის მა­ი­სი­დან ვლა­დი­მერ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე თბი­ლის­ში იყო და ქა­ლა­ქის მი­ლი­ცი­ის რე­ორ­გა­ნი­ზე­ბას ენერ­გი­უ­ლად შე­უდ­გა; ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მან მთლი­ა­ნად გა­და­სინ­ჯა შტა­ტე­ბი და ის მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ვინც და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას არ ას­რუ­ლებ­დნენ ან კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში იყ­ვნენ შემ­ჩნე­უ­ლი, დაითხოვა. თბი­ლის­ში ქუ­ჩე­ბის გა­ნა­თე­ბა სუს­ტად იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. სუ­ლაქ­ვე­ლი­ძის მეცადინეობით მცი­რე ხან­ში ქუ­ჩის გა­ნა­თე­ბა სრუ­ლად აღად­გა. ასე­ვე მან  და­ა­ვალ­დე­ბუ­ლა მო­სახ­ლე­ო­ბა, ღა­მით სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი და ეზო­ე­ბი და­ე­კე­ტათ. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა საგ­რძნობ­ლად შე­ამ­სუ­ბუ­ქა კრი­მი­ნა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და მი­ლი­ცი­ას და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა გა­უ­ად­ვი­ლა. მი­სი­ვე და­ვა­ლე­ბით აიკ­რძა­ლა და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ­თა სახ­ლე­ბის ღა­მით ჩხრე­კა, გარ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­სა და მი­ლი­ცი­ე­ლებს სას­ტი­კად აეკ­რძა­ლათ სა­და­რა­ჯო­ებ­ზე მათ­რა­ხით დგო­მა. ვლა­დი­მერ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძემ მთავ­რო­ბის იმე­დი გა­ა­მარ­თლა. ისე­ვე რო­გორც ქუ­თა­ის­ში, თბი­ლის­შიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა მდგო­მა­რე­ო­ბა წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბის  თვალ­საზ­რი­სით, რის­თვი­საც სუ­ლაქ­ვე­ლი­ძემ  მთავ­რო­ბის­გან კი­დევ უფრო მეტი ნდო­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა და­იმ­სა­ხუ­რა; 1919 წლის ზაფხულში საქართველოს რკინიგზის სისტემა დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. სარკინიგზო მილიცია, რომელსაც რკინიგზის დაცვა და უსაფრთხოება ევალებოდა, გახშირებული თავდასხმების წინაშე უძლური აღმოჩნდა. მთავრობა არჩევანის წინაშე დადგა - ან სწრაფი და ეფექტიანი მოქმედებით მოეგვარებინა პრობლემა, ან ანარქიისთვის დაეხარა თავი. საჭირო იყო ადამიანი, რომელსაც კრიმინალთან ბრძოლის გამოცდილება ექნებოდა; 1919 წლის 18 სექტემბერს დროებით გენერალ-გუბერნატორის თანამდებობის აღმასრულებლად დაინიშნა პორუჩიკი ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძე, მილიციის უფროსის თანამდებობაზე დატოვებით; ის ჩვეული ენერგიულობით შეუდგა მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. პირველ რიგში, დაიწყო სარკინიგზო მილიციის რეორგანიზება და არსებულ შემადგენლობას 250 მილიციელი დააამატა; მიღწეული წარმატებების გამო, ვლადიმერ სულაქველიძეს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა და თბილისის სახალხო მილიციის უფროსის თანამდებობასთან ერთად, რესპუბლიკის ზურგის უფროსობაც ანდეს; ეს კი საომარ და საგანგებო მდგომარეობაში მისი ხელმძღვანელობის ქვეშ აქცევდა ყველა მნიშვნელოვან დაწესებულებას, რომელთა ამოცანა ზურგის უსაფრთხოება იყო. ასე იყო 1920 წლის მაისში და შემდეგ - უკვე საბედისწერო 1921 წლის თებერვალშიც, საბჭოთა რუსეთის თავსახმების დროს; ვლადიმერ სულაქველიძის ადმინისტრაციული ნიჭისა და თავდადების შედეგად, ქართულ შეიარაღებულ ძალებს ზურგი საიმედოდ ჰქონდა დაცული და მტერმა ვერც ერთი დივერსიული აქტისა და არეულობის მოწყობა ვერ მოახერხა; რუსეთის მიერ საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ, ვლადიმერ სულაქველიძე მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა; სტამბოლში ცხოვრების პერიოდში მონაწილეობდა ბოსფორზე გემების საპასპორტო კონტროლისა და კონტრდაზვერვით ოპერაციებში; თანამშრომლობდა ქართულ, ბრიტანულ და ფრანგულ სპეცსამსახურებთან, რომლებიც საბჭოთა დაზვერვის წინააღმდეგ მოქმედებდნენ; მოგვიანებით საფრანგეთში ჩავიდა და პატარა რესტორანი "ამაყი მამალი" გახსნა, რითაც თავის რჩენას ახერხებდა; გადმოცემით, რესტორნის შენობის ფასადს ქართულ ჩოხაში გამოწყობილი მამლის გამოსახულება ამშვენებდა. რესტორანი მალე გაკოტრდა. როგორც ზეპირი გადმოცემები მოწმობენ, ვლადიმერ სულაქველიძე ხშირად უფასოდ მასპინძლობდა სამშობლოდან გადახვეწილ მშიერ-მწყურვალ თანამემამულეებს, რაც კომერციამ ვერ აიტანა; გარდაიცვალა საფრანგეთში, არპაჟონის საავადმყოფოში. თბილისის სახალხო მილიციის, რესპუბლიკის ზურგის, ქალაქისა და ოლქის ადმინისტრაციის უფროსი.

წყარო: ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ყოველთვიური ჟურნალი  / მთავარი რედ. ჯაბა სამუშია.-თბ.,2018.-მაისი.-N5 (89).- გვ.39-44


Share: